LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა

მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

“მდგომარეობა ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად სტაბილურია, უფრო უკეთესი ვიტალური პარამეტრები გააჩნია, ვიდრე ჰქონდა დღის პირველ ნახევარში“ ,- აღნიშნა რატიანმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

კორონავირუსის წამალი საფრანგეთში წარმატებით გამოსცადეს: ექსპერიმენტში 36 ადამიანი მონაწილეობდა