LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოხუცები არათუ სახლში რჩებიან, აქტიურად დადიან ტრანსპორტით…”

ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელიც მისმა მეგობარმა 32-ე ავტობუსში გადაიღო, სადაც ხალხმრავლობაა ასახული.

გთავაზობთ ექიმის პოსტს ამ თემაზე:

“ჩემი მეგობრის ფოტოა #32 ავტობუსიდან (რომელიც ექიმია და ვალდებულია იაროს სამსახურში)

#მოხუცები – ფოტოზე ვხედავთ მოხუცებს, რომლებიც არათუ სახლში არ რჩებიან, აქტიურად დადიან ტრანსპორტით!

ახლა არც პენსიის დღეა და ყველა სამსახური დაკეტილია,გემუდარებათ მთელი ქვეყანა რომ სახლში დარჩეთ, თუ სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროება არაა – შედეგი 0

#დისტანცია რა ძვირფასადაა დაცული! აი, ახლა აქედან რომელიმე ან მისი ოჯახის წევრი ეკლესიის მრევლზე დაიწყებს კრიტიკას. და შენ, მანდ რომ იჭედები, #კორონასმბრძანებელი ხარ? არ გადაგედება და არ გადასდებ???

ყველა გაჩერებასთან შეიარაღებული პირი უნდა დაგიდგეთ და ასე, სათითაოდ გთვალოთ, რომ შეშინდეთ??? თუ #ლომი ან #მგლებისხროვა უნდა გაუშვან ქუჩაში, რათა დაინახოთ და შეგეშინდეთ სიარული, რადგან ვირუსი თუ უხილავია, #სიკვდილის მიზეზი არ გგონიათ!

იფიქრეთ #იტალიაზე ! თქვენი რქაგრეხილი ქცევებით და დაუმორჩილებლობით ნუ ამოწყვიტავთ ამ ქვეყანას!

#დარჩითსახლში !!!”