ბაგა-ბაღის „ხუთკუნჭულას“ დირექტორი, იაგო მაისურაძე სოციალურ ქსელში აღსაზრდელებს ონლაინ გაკვეთილებს უტარებს. ბაღის დირექტორი პირდაპირ ეთერში ბაღის ერთ-ერთი საბავშვო ოთახიდან ერთვება და ლაივის მეშვეობით პატარებს სახალისო გაკვეთილს უტარებს. ის ვიდეოში დეტალურად უხსნის პატარებს, როგორც გამოჭრან ქაღალდისგან ცილინდრის ფორმა და მისგან ქუდი დაამზადონ.
ამით იაგო მაისურაძე საგანგებო მდგომარეობის დროს აღსაზრდელების გახალისებას და მათ გამხნევებას ცდილობს.
„როგორ დავამზადოთ ქუდი“ – ბაღის დირექტორი თბილისში პანდემიის დროს პატარებს სახალისო ონლაინ გაკვეთილს უტარებს.
