მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც მკაცრი საკარანტინე რეჟიმია გამოცხადებული, ერთ-ერთი ექიმი მოსახლეობას მიმართავს და სთხოვს არ დამალონ კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტი.
ბოლნისსა და მარნეულში ეკონომიკური საქმიანობა ჩერდება
მთავრობის ეკონომიკური ბლოკი წარადგენს ჩამონათვალს, თუ რომელ საწარმოებს შეეძლებათ ფუნქციონირება განაგრძონ
“მოქალაქეებს ვთხოვ უმორჩილესად, გემუდარებით, ნუ დამალავთ თუ კი გქონდათ პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი, უმორჩილესად გთხოვთ ნუ დამალავთ, გთხოვთ აღიარეთ ვისთან გქონდათ კავშირი, რომ გადარჩეს ქვეყანა და მსოფლიო, იზოლაცია აუცილებელია” – მიმართა ექიმმა საზოგადოებას.
მარნეულში ინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი დადგენილია: პაატა იმნაძე
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გუშინ, 22 მარტს, მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა.
ამის მიზეზი, მარნეულელი ქალი გახდა, რომელმაც მოგზაურობის ისტორია დამალა და რომლის ინფიცირების წყაროც ვერ დაადგინეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, შიდა გადაცემა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა.
