LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწრაფო დახმარების ცენტრში მისულ პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ხელების სპეციალური ხსნარით დამუშავება მოსთხოვეს (ფოტო)

გუშინ დედოფალმა ელისაბეტმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა და ბრიტანელებს პანდემიის დროს, სამეფო ოჯახის მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მეორე დღეს კი პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ესტუმრნენ.

კემბრიჯის ჰერცოგსა და მის მეუღლეს შენობაში შესვლისთანავე პერსონალმა ხელების სპეციალური ხსნარით დამუშავება მოსთხოვა. მოგვიანებით მეუღლეებმა მედპერსონალს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.