LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორა ჯონსის პერფორმანსი და Guns N’ Roses-ის კომპოზიციის დაქავერებული ვერსია

უკვე რამდენიმე კვირაა, მსოფლიო პანდემიის გამო, უამრავი ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, მსოფლიო ვარსკვლავებიც თავის გულშემატკივრებს ონლაინ პერფორმანსებს სთავაზობენ.

გალ გადოტი, ნატალი პორტმანი, ემი ადამსი და სხვა ვარსკვლავები სიმღერას Imagine ასრულებენ

კორონავირუსმა მსოფლიოს უამრავი ვარსკვლავი გააერთიანა.  მუსიკოსები, მსახიობები და ცნობადი სახეები „ინსტაგრამის“ საშუალებით მიმართვებსა და პერფორმანსებს ავრცელებენ.

გამონაკლისი არც 9-გზის „გრემის“ მფლობელი ნორა ჯონსია, რომელმაც ლეგენდარული Guns N’ Roses-ის 1989 წელს გამოსული კომპოზიცია, Patience დააქავერა და ონლაინ შემოგვთავაზა.

მუსიკოსმა აღნიშნული სიმღერა  საქველმოქმედო ორგანიზაციების, Feeding America და MusiCares მხარდაჭერის ფარგლებში შეასრულა.

„მოგესალმებით ყველას, იმედი მაქვს, რომ ასეთ უცნაურ დროში, კარგად ხართ. თუკი შეგიძლიაც რაიმეს გაღება, უამრავი ორგანიზაციაა, რომელიც თქვენგან საკვებსა და სხვა საჭირო ნივთებს მიიღებს” –  წერს მომღერალი

 

View this post on Instagram

 

Hey everyone. I hope you’re ok in these strange times. If you’re in a position to make a donation, there are many organizations who are getting food or supplies to people in need. @feedingamerica, @musicares are a couple. And please stay home as a pledge of social responsibility to our medical professionals. I heard a song yesterday that made me feel good and I’ve always wanted to cover it. So I gave it a try. . Sending my love to you all, Norah . feedingamerica.org grammy.com/musicares . #stayathome #livefromhome #playdate #gunsnroses #patience #love @livefromhereapm

A post shared by Norah Jones (@norahjones) on