“23-24 მარტს საქართველოში შენარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი”, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
25-26 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით სითბოს ფონზე შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.
თბილისში 23-24 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25-26 მარტს კი შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსი იქნება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
