LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაციენტი ნომერი 4 განკურნებულია: მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა

44 წლის მამაკაცი, რომელსაც 5 მარტს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, დაავადებისგან გამოჯანმრთელდა და ის გუშინ კლინიკიდან გაწერეს. “პაციენტი #4” – ასეთი პირობითი სახელით გაიცნო ის საზოგადოებამ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით მთელი ქვეყანა დაინტერესებული იყო. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა იმ მიზეზით, რომ ექიმები მის კლინიკურ მდგომარეობას მძიმედ აფასებდნენ. ჰქონდა ორმხრივი  პნევმონია, გართულებები, მაგრამ სტაბილური და დამაკმაყოფილებელი, როგორც ამას ინფექციონისტები განმარტავდნენ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ადასტურებენ, რომ აღნიშნული პაციენტი გუშინ გაწერეს, 2-კვირიანი შიდაიზოლაციის რეკომენდაციით და ეპიდემიოლოგის მეთვალყურეობით.

შეგახსენებთ, რომ პაციენტს იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდა, რაც მოგვიანებით ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა. 44 წლის მამაკაცი ორ კვირაზე მეტ ხანს მძიმე მდგომარეობით მკურნალობას ინფექციური განყოფილების ბოქსირებულ პალატაში გადიოდა.