LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა

კოვიდ 19-ის კიდევ ორი ახალი შემთხვევა ცოტა ხნის წინ დადასტურდა და ახლა ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 75 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე წერია.

როგორც ცნობილი, ერთი დაინფიცირებული ბათუმშია, მეორე კი –  ზუგდიდში. ბათუმელი ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცია და საქართველოში თურქეთიდან ბოლო 24 საათის განმავლობაში შემოვიდა. საზღვრიდან ის პირდაპირ კარანტინში გადაიყვანეს, დღეს დილით კი საეჭვო სიმპტომებით ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია.

რაც შეეხება ზუგდიდში დაფიქსირებულ შემთხვევას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული 67 წლის მამაკაცია, რომელიც, ასევე თურქეთიდან 20 მარტს ჩამოვიდა. 

75 დაინფიცირებული ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია და ისინი სახლში გაწერეს.