ორსულის ქალისა და ნაყოფისთვის გრიპის ვირუსი უფრო დამაზიანებელია, ვიდრე კორონავირუსი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მანვე აღნშნა, რომ ფეხმძიმე კორონავირუსის რისკჯგუფში არ შედის.
ნაყოფი ცოცხალია, გულისცემა კარგად ისმის: როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა
„ეს არ არის ისეთი რისკ ჯგუფი, ფეხმძიმისთვის კორონავირუსი ისეთი რისკ ჯგუფი არ არის, როგორიც არის გრიპის ვირუსი. დიდი განსხვავებაა მათ შორის. ამიტომ იქ მართვა მიმდინარეობს ჩვეულებრივად. რა თქმა უნდა,ინფექციაა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, მაგრამ ყველაფერი მედიცინაში შედარებითია. გრიპის ვირუსი უფრო მეტად დამაზიანებელია ორსული ქალბატონისთვის და ნაყოფისთვის, ვიდრე კორონავირუსი. ამ შემთხვევაში არ არის მძიმე მდგომარეობა, ნამდვილად მინდა გითხრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ორსული ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 62 წლის მარნეულელი პაციენტის ნათესავია
