LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევის პირველწყარო ვერ დგინდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა კონტაქტებზე, პირველწყაროზე საუბრობს და ამბობს, რომ ახალი პაციენტების ისტორიასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.

ამირან გამყრელიძემ “ფორმულას” ეთერში თქვა, რომ ამ ეტაპზე ცნობილია – შიდაგავრცელება არ არის და ეს შემთხვევა მარნეულსა და ბოლნისს არ უკავშირდება.

მე-14 პაციენტი გამოჯანმრთელდა

როდის გაწერენ სახლში გამოჯანმრთელებულ პაციენტს

„მარნეულის შემთხვევაზე ვიცით პირველწყარო, მაგრამ გვაქვს ერთ-ერთი რთული შემთხვევა, სადაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს კონტაქტების გამოსავლენად და იქ გვაქვს ცოტა ეჭვი, რომ შეიძლება, პირველწყაროზე ვერ გავიდეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კოვიდ 190 83 პირს დაუდგინდა, 14 კი გამოჯანმრთელდა.