ცოტა ხნის წინ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვებგევრდზე კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობას კიდევ 2 დაემატა და ახლა მათი რიცხვი 83-მდე გაიზარდა. მათ შორის, გამოჯანმრთელებული 14 პაციენტია.
როგორც ცნობილია, გამოჯანმრთელებული პირებიდან 13 სახლში გაწერეს. ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ისინი ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნებიან.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4641 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239 მოქალაქე რჩება.
