ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გაავრცელა.
„ამ ერთი თვის მანძილზე ყველა შეკავების ღონისძიება იყო წარმატებულად განხორციელებული. დღეის მდგომარეობით, უკვე გამოჯანმრთელებულია 16 პაციენტი. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს სწორ ნაბიჯებზე და ყველა ის გაიდლაინი, რომელიც გამოყენებულია საქართველოში, წარმატებით მუშავდება ჩვენი ექიმების მხრიდან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 85 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმშია 4535 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.
