LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადამიანები დიდ ჯგუფებად ბირჟებზე იდგნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ…თუ ასე გააგრძელებთ, აქლემი აქაც დაიჩოქებს!”

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში რეგიონის ქუჩებში არსებულ ვითარებაზე წერს.

გთავაზობთ მის სტატუსს:

“გუშინ მცირე გასვლა მომიხდა თბილისს გარეთ, მეზობელ რეგიონში გარდაუვალ საჭიროებაზე – საკუთარი კოტეჯიდან აუცილებელი ნივთები წამოვიღე.
ჰოდა, იმ გზაზე, ცხადია, ადრეც ხშირად გამივლია – მაშინ დიდწილად ცარიელი იყო სოფლის ქუჩები. გუშინ კი – ადამიანები დიდ ჯგუფებად ბირჟებზე იდგნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ (მგონი საგანგებოდ), არაყს სვამდნენ.

მეგობრებო! ურთულესი თვე გველის. სულ მცირე – ორი კვირა. კიდევ ერთხელ და უმორჩილესად გთხოვთ – მოიკრიბეთ ძალა და დარჩით სახლში. ევროპა და ამერიკა წალეკა კორონავირუსმა, მთელი თაობა შეიწირა! საქართველო სხვა პლანეტის კუნძული არ არის, ამას გადაურჩეს: ტალღები იქნება – ძალიან მალე! მაგრამ ცუნამს უნდა გადავურჩეთ! თავისუფლების, ხეტიალის, ადამიანების სიყვარულში მე არ გეჯიბრებით, მაგრამ მერწმუნეთ, ვერც თქვენ შემეჯიბრებით.
ძალიან, ძალიან გთხოვთ, თბილისსა თუ თბილისს გარეთ – ან სახლში დარჩით ან დისტანცია დაიცავით.
ქარავანი დაძრულია და თუ ასე გააგრძელებთ, აქლემი აქაც დაიჩოქებს!”