LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვახსოვდეს, ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს, მწუხარება სიხარულით შეიცვლება: ილია მეორე

„მსოფლიო დიდ განსაცდელშია, თუმცა მწუხარება სიხარულით შეიცვლება“,- ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა,უწმინდესმა და უნეტარესმა,ილია მეორემ ბოდბეში განაცხადა,სადაც საკვირაო წირვა ჩატარდა.

„დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს. მწუხარება სიხარულით შეიცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ”, – განაცხადა ქადაგების დროს ილია მეორემ.

სამების ტაძარში საერთო კოვზით ზიარების რიტუალი შესრულდა

შეგახსენებთ, პატრიარქი წირვას ბოდბის დედათა მონასტერში დაესწრო.

პატრიარქი საკვირაო წირვას არ ესწრება: მრევლის მცირე რაოდენობა სამებაში

კორონავირუსთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ბოდბის მონასტერში ღვთისმსახურება რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა. მონასტრის ეზოში ერთმანეთისგან დისტანციის დაცვით მდგომი მრევლი ლოცვას სპეციალურად დამონტაჟებული აპარატურის საშუალებით ისმენდა.