LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მგონი, ყველა დარწმუნდა, რომ ქართული სახელმწიფო აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე ვინმეს წარმოედგინა” – მდინარაძე

„მე მგონი ყველა დარწმუნდა, რომ დღეს ქართული სახელმწიფო აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე ვინმეს წარმოედგინა ამ ქვეყანაში და შეიძლება ქვეყნის გარეთაც. თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა გარკვეული წარმატებები უკვე უზრუნველყო,”- ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კორონავირუსის გავრცელების შეკავების პროცესში მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მისი განმარტებით, დღეს ქვეყანაში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გაზრდილია.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ დღეს ყველა მოქალაქე, მათ შორის პოზიციის და ოპოზიციის წარმომადგენლები რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმირების კამპანიაში უნდა ჩაერთოს, რადგან ინფორმირებული ადამიანი თავის თავსაც დაიცავს და სხვის ჯანმრთელობის დაცვასაც უზრუნველყოფს.

„ახლა მოქალაქეებსაც ვერ წარმოუდგენია იმდენად ბევრია მათზე დამოკიდებული. ვფიქრობ, ყველა ადამიანი, გარდა იმისა, რომ იზიარებს რეკომენდაციებს და რჩება სახლში, უნდა ჩაერთოს კამპანიაში, რასაც ერთმანეთის ინფორმირება ჰქვია.

ეს იქნება ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, საჯარო მოხელე თუ სხვა ვინმე” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

უმრავლესობის ლიდერი ფიქრობს, რომ საგანგებო მდგომარეობით დაწესებულმა კონკრეტულმა ღონისძიებებმა შედეგი უკვე მოიტანა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არსებული ზომების გამკაცრების მომხრეა.

“თუ რაღაც დეტალებზე კიდევ უფრო მეტი სიმკაცრე იქნება გამოსაჩენი, ეს თანმიმდევრულ მოქმედებებში ჩაჯდება. თუ ამის საჭიროება იქნება, სახელმწიფო არც ამაზე დაიხევს უკან,“ – განმარტავს მდინარაძე.

რა იკრძალება საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ