ოკუპირებული აფხაზეთიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ გადმოყვანილ ორ არასრულწლოვანს გრიპის ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ, თუმცა მათ ლაბორატორიული კვლევა მაინც ჩაუტარდებათ,-ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.
რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთიდან გუშინწინ გადმოყვანილ ქალბატონს, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, გუბერნატორის ინფორმაციით, მას არასრულწოვანებთან კონტაქტი და შეხება არ ჰქონდა. მისივე თქმით, უკვე დადგენილია ქალბატონის კონტაქტები და შესაძლოა, ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში გადმოიყვანონ.
