LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი: “არ ვაპირებ სიკვდილს და არც თქვენ დაიხოცებით!..”

აშშ-ი, კლივლენდის კლინიკაში მოღვაწე ქართველი ექიმკ, თინიკო ნარსია წერს იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით აქვს.

ახლახან მან კლინიკიდან გაწერა მხცოვანი პაციენტი და სწორედ მასზე თხრობით ხსნის საინტერესო პოსტს:

“ძალიან არასწორად ვიქცევი და ბოლოჯერ ვაკეთებ ამას, მაგრამ იმიტომ ვწერ რომ მჯერა ტერორი და სიცოცხლის და სუნთქვის შიში არის ყველაზე დიდი კატასტროფა!

სულ 5 წუთის წინ გავწერე 82 წლის, ფილტვის ქრონიკული დაავადებიანი, კრუიზგამოვლილი უსაყვარლესი და უპოზიტიურესი ბაბუ! ძალიან ბედნიერი ვარ, მარტო იმიტომ, რომ ხელით შევეხე ადამიანურად, ეს რა ყოფილა! მოაკითხა მისმა კუსკუსა დაქალმა ბებომ მანქანით ! ?სხვების ამბებს არ დავწერ , იმიტომ რომ არაა ეს ფეისბუქის საქმე!

იმის ილუზია არ მაქვს, რომ ყველა ასე კარგად დამთავრდება, ისევე როგორც სხვა ბევრი ინფექციური და არაინფექციური დაავადების შემთხვევაში. ისიც უნდა გავიაზროთ, რომ არა დაინფიცირებული და სხვა პრობლემის მქონე ადამიანები ალბათ უფრო დაზარალდებიან და ამის მაგალითი უკვე საკმაოდ ბევრი იყო ამ ისტერიული ერთი კვირის განმავლობაში. ნუ ავყვებით გაურკვეველი ლოგიკით დათვლილ სხვა ქვეყნის სიკვდილიანობის სტატისტიკასსადაც სხვა ყველა მიზეზით ჰოსპიტალიზირებული და გარდაცვლილი COVID 19-ზე გატესტეს და გამოსავალი ვირუსს მიაწერეს. ველოდები, რომ ასეთივე ” შემზარავ” ციფრებს დადებს ნიუ-იორკი!

მოწყვლადი ჯგუფიო და ყველაზე მოწყვლადი აღმოჩნდა ემოციური და გაუწონასწორბელი ადამიანი, ღმერთმა იცის ამ ტერორს რა მოჰყვება, ალბათ გაივსება ფსიქიატრიულები და სერიოზული ავადმყოფი მოერიდება ექიმთან და მიმღებში მისვლას. უკვე ხდება ასე!
მესმის, რომ დამცავი საშუალებების პრობლემაა, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ თუ ამ ვირუსის მატარებელი მოსახლეობის დიდ ნაწილი უნდა იყოს, მედპერსონალი ვერ ვიქნებით აბსოლუტურად “სტერილური”.

თავი რა თქმა უნდა მაქსიმალურად უნდა დავიცვათ!
უნდა გავიგოთ, რომ კორონა დარჩება ჩვენთან ბევრი წელი და ზუსტად ვიცი, რომ ცოტა ხანში ნერვი აღარ აგვიტოკდება ამ სახელის გაგონებაზე. აქ უკვე პოზიტიურტესტიანები ბრუნდებან სახლებში ( კარანტინში). ყველაზე დიდი კატასტროფა კლინიკაში დაპანიკებული პერსონალია და ვერ ვხვდები რა მიზანს ემსახურება იტალიელი ექიმების ნეკროლოგების გამოწყობა სოციალურ ქსელში?!

ახლა გაიგეთ, ექიმები ვირუსების და ბაქტერიების ბუდე რო ვართ ? ნეტა ფეისბუქი სანამ იარსებებდა ტუბერკულოზის გახსნილ კავერნიან და აივ ინფიცირებულებთან რომ შედიოდნენ, ის ექიმები სად აქვეყნებდნენ ფოტოებს წლების წინ? თუნდაც 2009 წლის H1 N1 პანდემიის დროს მარტო მე კი არა, რეზიდენტურის მთელი პროგრამა ავად და ძალიან ცუდად რომ გახდა, ვინმემ გამოგიცხადათ საინფორმაციო გამოშვებაში? ახლა რომ
მწერთ, როგორ ხარო?

მაშინ ისიც უცნობი და ახალი იყო მაგრამ ხო გადავრჩით ? რაც არის, იმით უნდა დაიცვა თავი მაქსიმალურად და შეგნებულად! ისეტერიკა რომ შველოდეს, მეც ჩავვარდებოდი დიდი სიამოვნებით!
მე აღარ მოგახვევთ ჩემს სუბიექტურ აზრებს თავს, უბრალოდ, მგონია, რომ ყველა თაობას აქვს გამოწვევა და ამის დაძლევა წარმოუდგნელია პარალიზებული, დასტრესილი და სიკვდილის შიშით შეპყრობილი ბრბოთი.

დარჩით სახლში, ილოცეთ , იცეკვეთ, იმღერეთ , იკითხეთ და რაც გინდათ ის ქენით, ოღონდ მშვიდად!

მადლობა იმ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს, ვის მხრებზეც და ჯანმრთელობის ხარჟზე გადადის ეს გამოწვევა და ნუ ჩაუყრით ამ სასწაულ ადამიანებს ამ შრომას, მით უმეტეს არავინ არასდროს და ვერსადროს ვერ წაგვართმევს რწმენას და არც ცდილობენ ! კორონასთვის გადამზადებული პერსონალი კი არა, ჯარი უნდა იყოს ექიმების და არა მარტო კორონას, ლამზირას და რა ვიცი მე კიდევ მილიონ ახალ რამეს დახვდეს სამყარო, ეს არ არის პირველი სერია და არც ბოლო!
დაე ვიყო გიჟი ოპტიმისტი და ვცდებოდე, მაგრამ არ ვაპირებ სიკვდილს და მგონია, რომ არც თქვენ არ დაიხოცებით, თუ ძაან არ გინდათ!”