ზუგდიდში ჟურნალისტმა მალხაზ ჭკადუამ, მეგობართან, არჩილ თოდუასთან ერთად, მარტოხელა მოხუცებისთვის შემოწირულიბების შეგროვება დაიწყო.
გთავაზობთ მის სტატუსს სრულად და ანგარიშის ნომერსაც, სადაც დარიცხული თანხით მოხუცებულებს საჭირო პროდუქტებს შეუძენენ.
“მეგობრებო,
გაზრდილი რისკების გათვალისწინებით, ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა, ამან კიდევ უფრო დაამძიმა იმ პენსიონერი მოქალაქეების ყოფა, რომლებიც ქალაქსა თუ სოფელში მარტო ცხოვრობენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, ერთი კვირაა დაიწყო სურსათის დარიგება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებიან და ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, თუმცა ფაქტია, რომ არც ისე დიდი რესურსების გათვალისწინებით, შესაძლოა, მუნიციპალიტეტი ვერ მიწვდეს ყველა ოჯახს.
ამიტომ არჩილ თოდუამ და მე გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ კამპანია მარტოხელა პენსიონერი მოქალაქეების დასახმარებლად ზუგდიდში – დღეიდან 10 დღის განმავლობაში მივიღებთ ნებისმიერი ოდენობის შემოწირულებას თქვენგან, რათა აღდგომის წინა დღეებში ზემონახესენებ მოქალაქეებს პირველადი მოხმარების სურსათი შევუძინოთ და დავურიგოთ.
ყველა შემოწირულება და ხარჯი გამოქვეყნდება აქ, მარტოხელა პენსიონერი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას კი ქალაქის მერია მოგვაწვდის.
მარტოხელა პენსიონერებს აჩიკოს მანქანით მივაკითხავთ და დავუტოვებთ თქვენი დახმარებით შეძენილ პროდუქტებს (პროდუქტების შეძენა-გადაადგილების დროს, ცხადია, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ჯანმოს და მთავრობის რეკომენდაციებს).
თითოეული ლარი მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ ბათუმის, ფოთის და სხვა ქალაქების მსგავსად, აქაც შევძლებთ ყველაზე დაუცველების დახმარებას.
ანგარიშის ნომერს კომენტარების ველშიც დავტოვებ, რომ მარტივად შეძლოთ დაკოპირება:
თიბისი ბანკი
მიმღები – არჩილ თოდუა
GE57TB7033245063600021
ეს არის ანგარიში, როგროც ლარში, ასევე აშშ დოლარსა და ევროში განსახორციელებელი გადარიცხვებისთვის.
დანიშნულებაში არაფრის მითითება არ არის საჭირო, რადგან ეს ანგარიში მხოლოდ ამ საჭიროებისთვის გვაქვს.
შეგვიძლია სხვადასხვა პროდუქტის მიღებაც, თუ ვინმეს თანხის ჩარიცხვის ნაცვლად, ეს უხერხდება <3
ყოველი დღის ბოლოს გამოვაქვეყნებთ შემომწირველთა ვინაობას (მათი სურვილის შემთხვევაში).
ყველას ძალიან დიდი მადლობა წინასწარ გულისხმიერებისთვის <3 გაზიარებაც კი მნიშვნელოვანია ასეთ დროს <3
ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ!”
