LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა ეზუგბაია ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა: “თუ ვინმეს არ მოსწონს ქვეყნის წარმატება და კარგი შედეგები, მისი პრობლემაა…”

მარინა ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოსთან მორიგი შემთხვევების შესახებ ისაუბრა. მას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თერჯოლის პაციენტის შესახებ ჰკითხა, რომელიც ინფექციურში მივიდა, მას ტესტი არ გაუკეთდა, ახლა კი კორონავირუსი აღმოაჩნდა.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ის შესაძლო შემთხვევად არ ჩაითვალა.

“არ ვიცი, რატომ გაინტერესებთ ამაზე საუბარი. გააკეთეთ ანალიზი, რა ხდება მსოფლიოში. ამ პაციენტმა ჩვენ მოგვმართა, არ შეესაბამებოდა შესაძლო შემთხვევას. დიაგნოზი დავუსვით და გავუშვით ბინაზე…

საქართველოში კონტროლირებადი, ზომიერი მატება ხდება დაავადების. ასეთი მაჩვენებელი საოცნებოა ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული კრიტერიუმების გამოყენება ხდება სწორად. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს და არ უხარია ქვეყნის წარმატება და ქვეყანაში არსებული კარგი შედეგები, ეს მისი პრობლემაა…”