LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას კორონავირუსი მეუღლისგან გადაედო, რომელიც ეროვნულ ბანკში მუშაობს.

როგორც ცნობილია, ამ საკითხზე კომენტარს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ამირან გოგიტიძე გააკეთებს.

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ისინი სრულიად დისტანცირებული იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ შემხებლობა არ ჰქონიათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან" - აცხადებენ ბანკში.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.

დღეს 16 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ყველა პასუხი უარყოფითია – მარინა ეზუგბაია