LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს 16 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ყველა პასუხი უარყოფითია – მარინა ეზუგბაია

ახალი ინფიცირებული ადამიანები ქვეყანაში ამ დროისათვის არ ფიქსირდება. დღეს 16 პაციენტზე ჩაატარეს ტესტირება და 16-ვე შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კიდევ რამდენიმე ადამიანზე განმეორებითი ტესტი ჩაატარეს, პასუხები კი დილით გახდება ცნობილი.

„დილის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა, ქვეყანაშია 148 ინფიცირებული, მათგან 40 მკურნალობს ჩვენთან. დღეს 16 პაციენტთან ჩატარდა ტესტირება, ყველა პასუხი უარყოფითი იყო. გაგზავნილი გვაქვს ლუგარის ლაბორატორიაში ტესტების მეორე ნაკადიც, მიმდინარეობს კვლევის პროცესი და სიახლეებს დილისთვის უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.