LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 28 მოქალაქე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 155 შემთხვევაა დადასტურებული.

​ამასთან, კარანტინის რეჟიმში – 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 მოქალაქე.