კომპანია Porsche–მ გამოაქვეყნა ვიდეო–რგოლი, რომელიც ზამთარის პირობებში გადაადგილებას ეძღვნება და პირველ ეპიზოდში ელექტრონული სედანი Taycan–ია ასახული.
„პორშეს“ ზამთრის პოლიგონი ფინეთის მაღალმთიან კურორტთანაა განთავსებული. აქ გერმანული ბრენდის ვიპ–კლიენტებს ექსტრემალურ პირობებში სიარულს ასწავლიან ხოლმე და პროგრამა სრიალის კონტროლს, ყინულზე ეფექტურ დამუხრუჭებას და სხვა საინტერესო საკითხებს მოიცავს.
2020 წელს ერთ–ერთი სატესტო ავტომობილი ელექტროსედანი Taycan გახდა. მოდელის საშუალებით ბრენდს იმის ჩვენება სურდა, რომ სურვილის შემთხვევაში ელექტრომობილიც ძალიან აზარტულია და მისი მართვა რთულ კლიმატურ პირობებში მარტივი არ არის.
