LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე ახლახანს განახლდა.

კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344 მოქალაქე რჩება.