LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“148 – არ არის დიდი ციფრი, დღეში 20 შემთხვევაც არ არის ტრაგედია. ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული შემთხვევებიდან ინფექციურ კლინიკაში ორი ახალი პაციენტი დაემატა. მარინა ეზუგბაიას განმარტებთი, ორივე შემთხვევის კონტაქტები დადგენილია და მათი ინფიცირების წყარო ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული პაციენტია. მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით 5 ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მათ აღენიშნებათ პნევმონია.

კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეში 20-მდე დადასტურებული შემთხვევა საგანგაშო არ არის, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მეოთხეული გადაცემა ფიქსირდება. ეზუგბაია მიიჩნევს, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ კონტროლირებადია.

“თუ დაავადება ასე გააგრძელებს მიმდინარეობას და არც ერთ მათგანთან პროგრესირება არ მოხდება, მალე გამოჯანმრთელდებიან და შესაბამისაც მალევე გაეწერებიან. ბოლო მონაცემებით დადასტურებული 148 შემთხვევა გვაქვს, მაგრამ ეს არ არის დიდი ციფრი. არც 18-20 შემთხვევაა ტრაგედია, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მეოთხეული გადაცემაა. ამიტომ ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.