საქართველოში “კოვიდ 19”-ით ინფიცირების უკვე 148 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამასთან უკვე 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა
