LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის 157 შემთხვევიდან 99 პროცენტში წარმომავლობა ცნობილია: გამყრელიძე

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირისის 157 შემთხვევიდან 99 პროცენტ შემთხვევაში ინფიცირების წყარო და ვირუსის გავრცელების ჯაჭვი ცნობილია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

“არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც უფრო მოზრდილი კლასტერებია და მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა, რომ პირველ წყაროზე გავიდეთ“, –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რუსთავშიც გახდეს საჭირო იმ ღონისძიებების გატარება, რაც მარნეულსა და ბოლნისშია, გამყრელიძემ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე ვითარებას აკვირდებიან.

მამაჩემი ქუჩაში იდგა, ფანჯრიდან ველაპარაკებოდი, შვილს კი დღემდე ჰგონია, რომ საზღვარგარეთ ვიყავი – ნიკოლოზ გამყრელიძე

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 1 ადამიანი გარდაიცვალა და 28 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5 526 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344.

“გვეამაყებით, ჩვენი სიცოცხლე თქვენს ხელშია!”- მადლიერების ნიშნად მოქალაქეებმა ექიმებს ტიტები დაურიგეს (ფოტოები)