ჩვენი ექიმების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რაც ძალიან სამწუხაროა და ამას ჩვენ ყველანი განვიცდით,- ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევას.
მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ვირუსთან ბრძოლაში ქართველი ექიმები გამარჯვებას მიაღწევენ.
“წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ქართველ ექიმებს ამ ბრძოლაში. მინდა გავამხნევო ისინი. დარწმუნებული ვარ, ამ რთულ ბრძოლაში ისინი მიაღწევენ იმ შედეგებს, რა შედეგებზეც ვართ ორიენტორებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
