LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ დადიხართ და ნუ ეხუტებით ერთმანეთს, არც ერთმა ექიმმა არ ვიცით ამ ვირუსის სტრატეგია – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა საზოგადოებას და მათ შორის ჟურნალისტებს სოციალური დისტანცირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„მინდა, მთელ ქვეყანას და თქვენც გითხრათ, რომ ერთმანეთისგან რაც შეიძლება სოციალურად დისტანცირებული ვიყოთ, რადგან ამ ვირუსის სტრატეგია, სამწუხაროდ, არავინ ვიცით, არც ერთი სამყაროს ექიმმა და მათ შორის არც მე. მე პირადად თქვენ მოგიწოდებთ, ნუ დადიხართ ასე და ნუ ეხუტებით ერთმანეთს, დავცილდეთ ერთმანეთს, არა მარტო თქვენ, ყველა“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანი: გუშინ შემოყვანილი 42 წლის მამაკაცის მდგომარეობა დინამიკაში უარყოფითია, შეიძლება აპარატზე გადაიყვანონ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღეს 170-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36, გარდაცვლილია 2.