LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცს, რომელმაც ქალაქი გორი 31 მარტს დატოვა, სომხეთში კორონავირუსი დაუდასტურდა

მამაკაცს, რომელმაც ქალაქი გორი 31 მარტს დატოვა, სომხეთში კორონავირუსი დაუდგინდა.

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცი სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრია.

ინფიცირების შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრსაც აქვს.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ძიება, თუ ვისთან ჰქონდა მამაკაცს საქართველოს საზღვრის დატოვებამდე კონტაქტი.