აჭარაში კორონავირუსი დაუდგინდა ქალს, რომელიც საკარანტინო ვადას თითქმის ასრულებდა.
80 წლამდე ქალი კარანტინში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო იმყოფებოდა.
საკარანტინო ვადის ბოლო დღეს მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა და ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა.
ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ 9 ინფიცირებული მკურნალობს. ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.
საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 – გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა
