მიხეილ სააკაშვილი ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის ამბობს, რომ მზადაა დათანხმდეს გახარიას პირობას და ფონდში გადარიცხოს თანხა, თუ მის მიერ შეთავაზებულ ავიაკომპანიას მთავრობა თანხმობას განუცხადებს.
“მზად ვარ საბოლოო დათმობაზეც წავიდე და თუ ავიაკომპანიას თანხმობას მისცემენ, დავთანხმდე გახარიას პირობას და მთავრობის ფონდში გადავარიცხინო საჭირო თანხა. მეტი რაღა ვქნა რათა ჩვენ ხალხს დავეხმარო…”-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობისგან ნებართვას ითხოვს, რომ შემოუშვას უკრაინული ავიაკომპანია „სკაიაპი”, რომელიც მზად არის რეისები შეასრულოს ევროპიდან და უსასყიდლოდ ჩამოიყვანოს ქართველები სამშობლოში.
