LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკის დასაწყისს აპრილის მეორე ნახევარში ველოდებით – ეკატერინე ტიკარაძე

“პიკის დასაწყისს ველოდებით აპრილის მეორე ნახევარში,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რეკომენდაციების დაცვა მოსახლეობის მხრიდან გადამწყვეტია.

„იმისათვის, რომ ეს პიკი იყოს უფრო ზომიერი და არა სწრაფად მზარდი, რისიც ჩვენ ყველაზე მეტად გვეშინია, ანუ არ იყოს ეს 400 პაციენტი დღეში, არამედ იყოს დავუშვათ 50 პაციენტი დღეში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანცირებას და ყველა ჰიგიენური ნორმების დაცვას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა საზოგადოებას სოციალური დისტანცირების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სოციალური დისტანცირება, ჩვენი მშობლებისა და შვილების დასაცავად. მოვუწოდებ ყველას, რომ დავიცვათ ყველა ის მითითება, რომელსაც არაერთხელ აცხადებს როგორც მთავრობის ხელმძღვანელი, ასევე დაავადებათა კონტროლის ყველა თანამშრომელი, როგორც ბატონი ამირანი, ასევე ბატონი პაატა. გთხოვთ დაიცვათ სოციალური დისტანცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.