“კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო სომხეთიდან ჩამოსული პირია, ხოლო დანარჩენი სამი ეროვნულ ბანკს უკავშირდება,”-ამის შესახებ განცხადება თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ოთხივე შემთხვევა თბილისის ინფექციურში დადასტურდა.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა
„ჩვენს ცენტრში ჩატარდა 15 პაციენტთან ტესტირება და ამ 15-დან ოთხთან მივიღეთ დადებითი. ამ ეტაპზე 174 პაციენტია დადასტურებული. ამ ოთხი პაციენტის წყარო არის სხვადასხვა. ერთი პაციენტის წყარო არის სომხეთიდან ჩამოსული პირი. რომელიც ჩვენთან მკურნალობს. დანარენი სამი პაციენტის წყარო არის ეროვნული ბანკის შემთხვევა. ამ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არ არის ამ ეტაპზე მძიმე, სტაბილურია და გამოკვლევების შედეგად შეიძლება შეფასდეს მათი ზოგადი მდგომარეობა. რაც შეეება გამოჯანმრთელებულყა მონიგტორინგს, ამ სიას კიდევ სამი აპციენტი შეემატა და ჩვენს ცენტრს ახლა 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი ყავს. ისინი სახლში დღეს გაეწერებიან“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
