საქართველოს პატრიარქი მრევლს ხარების დღესასწაულს საპატრიარქოს რეზიდენციიდან ულოცავს. ილია მეორის მიმართვას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს. მიმართვაში ილია მეორემ მრევლს მორწმუნე მეცნიერის ისტორია უამბო. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ღმერთის გარეშე სამყაროში არაფერი არ ხდება და ღვთის ძალა ნებისმიერ ადამიანში გამოვლინდება, შემდეგ კი დასძინა:
“ერთ მუშაკი მოსკოვის კრემლის ეკითხება აკადემიკოს პავლოვს: ნუთუ თქვენ, ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით, მორწმუნე ხართ? პავლოვი იყო მღვდლის შვილი, დედითაც და მამითაც. პავლოვმა უპასუხა: “როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა, წმინდანი შეიძლება გახდეო”. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ”.
ღმერთი მოწყალეა, გვახსოვდეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს – ილია მეორე
შეგახსენებთ, საქართველოს პატრიარქი დღეს სადღესასწაულო წირვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა.
