კორონავირუსის პანდემიას საქართველო არნახული სოლიდარობით ებრძვის. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა. თენგიზ ცერცვაძე დაავადების პიკის გადასვლის შემდეგ, უკვე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ამ სოლიდარობის შენარჩუნების საჭიროებაზე საუბრობს.
“საქართველო აქედან გამოვა მინიმალური დანაკარგით და შემდეგ მოგვიწევს სოლიდარობა და ერთად დგომა. ისე მიხარია თქვენ რომ გხედავთ ერთად, მათ შორის დაპირისპირებულ ტელევიზიებს, ოპოზიციურ ტელევიზიებს.
მე ვთანამშრომლობ აბსოლუტურად ყველასთან და არ მიგრძვნია არაკეთილგანწყობა არავისგან. ამ განწყობას თუ ჩვენ შევინარჩუნებთ, როცა ეპიდემია დამთავრდება და გამოსვლა მოგვიწევს ეკონომიკური კრიზისიდან, კარგი იქნება. ეკონომიკური კრიზისი რომ იქნება, რათ უნდა ლაპარაკი. მაგრამ მე ისეთ აღმაფრენას ვხედავ თქვენში, ადამიანებში, მასმედიაში, ქართულ საზოგადოებაში… ასეთი სოლიდარობა, 72 წლისა ვარ და ჯერ საქართველოში არ მინახავს. მე მინდა, შევინარჩუნოთ ეს სოლიდარობა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
2-3 კვირაში პიკი იქნება მდორე, საქართველო აქედან გამოვა მინიმალურო დანაკარგით: თენგიზ ცერცვაძე
ღმერთი მოწყალეა, გვახსოვდეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს – ილია მეორე
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში 195 დადასტურებული შემთხვევაა ფიქსირდება , სულ გამოჯანმრთელებულია 45 მოქალაქე. გარდაცვლილია სამი ადამიანი.
