ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ 25 იანვრიდან მოყოლებული ეს პირველი შემთხვევაა, რაც ლეტალური შედეგი არ დამდგარა.
რაც შეეხება დაინფიცირებულებს-კორონავირუსი 32 ადამიანს დაუდასტურდა.
ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა და 1-დან 7-მდე მერყეობდა.
ოფიციალური მონაცემებით, სულ ჩინეთში „კოვიდ-19“-ის ვირუსს 3335 ადამიანი ემსხვერპლა, 77 400-მდე ადამიანი კი დაინფიცირდა.
