LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ აუცილებლობა იქნება, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება” – კახა კალაძე

დედაქალაქი მერი საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გაგრძელებაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს პროცესების განვითარებაზეა დამოკიდებული.

„დაველოდოთ, რთულია წინასწარ ვისაუბრო, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, იმიტომ რომ ჩვენ არარეალურ ბრძოლაში ვართ, სადაც მტერს ვერ ვხედავთ. სერიოზული პრობლემებია მსოფლიოში ამ მიმართულებით, ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს პროცესებს და ამის შედეგად ხდება გადაწყვეტილების მიღება. თუ აუცილებლობა იქნა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“,- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ქალაქში, კერძოდ ქობულეთში სრული კარანტინის გამოცხადებას, თბილისის მერის თქმით, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება.

„ამ ეტაპზე არ განიხლება, თუმცა, მოკვლევა მიმდინარეობს, რომ დადგინდეს თუ საიდან მოდის ვირუსის გავრცელების და გადაცემის მიმართულება და თუ საჭიროება იქნება, მოჰყვება შესაბამისი გადაწყვეტილება,“- აღნიშნავს კახა კალაძე.