ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. როგორც BBC წერს, ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენელი ავრცელებს.
პრემიერის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ბორის ჯონსონს მოკლე მანძილზე სიარული შეუძლია და ექიმებსაც ესაუბრა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს კორონავირუსი 2 კვირის წინ დაუდასტურდა.
პრემიერი საავადმყოფოში კვლავ დარჩება. მან ინტენსიური განყოფილება 9 აპრილს, საღამოს დატოვა და მკურნალობას ლონდონში, წმინდა თომას ჰოსპიტალში განაგრძობს.
