LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 236 შემთხვევა დასტურდება, აქედან 3 შემთხვევა საქართველოს მოქალაქეებს დაუდასტურდათ საზღვარგარეთ და შემდეგ შემოვიდნენ ქვეყანაში

„საქართველოში სულ 236 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მაგრამ აქედან სამი არის შემოტანილი, ორი სომხეთიდან და ერთი თურქეთიდან. ეს დადასტურებული სამი შემთხვევა ცალკე შემთხვევად გამოდის“, – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა გააკეთა. მისი თქმით, StopCov-ის ვებგვერდზე უცხოეთიდან სამკურნალოდ ჩამოსულ და ადგილზე დადასტურებულ შემთხვევებს ცალ-ცალკე აღრიცხავენ.

“ჩვენ გუშინ დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში დადასტურებული ორი ახალი შემთხვევა დაგვემატა. თუმცა, უცხოეთში დადასტურებული შემთხვევები ცალკე იქნება გამოტანილი,”- ამბობს მარინა ეზუგბაია.

მისივე განმარტებით, სამიდან ორს კორონავირუსი სომხეთში დაუდასტურდა, ერთს კი თურქეთში.

აქედან მათ გამოჯანმრთელებული – 54, გარდაცვლილი- 3 ადამიანი. რაც შეეხება სხვა მონაცემებს,  კარანტინის რეჟიმშია – 4 672, ხოლო  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 373 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები- 3.