დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კლინიკიდან გაწერეს.
BBC-ის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერი თავს კარგად გრძობს, თუმცა უფლებამოსილების განხორციელებას ჯერჯერობით არ დაუბრუნდება.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს კორონავირუსი 2 კვირის წინ დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა.
