LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ შეროზია: „სევდიანი თვითიზოლაცია იყო, გულჩვილი ბავშვივით ვიყავი“

„სტამბულიდან ჩამოსვლის შემდეგ, მაშინ ასეთი ვითარება არ იყო, საკუთარ თავს ორკვირიანი თვითიზოლაცია მივუსაჯე. ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელიც ბევრს მოგზაურობს და არ ჩერდება, პირველი ორი დღე რთული აღმოჩნდა. ჩემი, სევდიანი თვითიზოლაცია იყო, გულჩვილი ბავშვივით ვიყავი, ცოტა რომ გეტირება. აღარ იცი ვის შესჩივლო, თან არც გინდა შესჩივლო. ხალხი გამხნევებას, თანადგომას, მოტივაციას ელოდება. სახლში საკმარისი სივრცე მაქვს მრავალფეროვნებისთვის, პირველი ეტაპზე გაუნძრევლად ვიყავი. საწყის ეტაპზე ბავშვი მამხიარულებდა, რომელიც გიჟივით იყო, რადგან მამა სახლში იყო.

რამდენიმე წელი მინდოდა დამეწყო ცხოვრებისეული წიგნის წერა, სხვათაშორის ჰქვია „ცხოვრება სხვის ტყავში“ და შევუდექი ამ საქმეს. დისერტაციაზე ბოლო ეტაპზე ვიყავი და როგორც კი გარეთ გავალ უკვე დავიცავ. კულინარიაში აქტიურად ჩავები. ცხელი შოკოლადით დავიწყე. ყოველ მეორე დღეს ვვარჯიშობ და ძალიან მომწონს. აღმოვაჩინე ფოტოგრაფიის ახალი მიმართულება. იუმორისტული ჟანრი მოვსინჯე და გავხდი ტიკტოკერი. ინსტაგრამზე მოვლილი ბიჭი ვარ და იქაც პროგრესი მაქვს, რეალითი შოუ მაქვს. ასევე, ვგეგმავ დავხატო პორტრეტები. საკმაოდ მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს ამ ოთხ კედელში. საჯარო ლექციები სხვადასხვა ქალაქებში. ცეკვის ილეთებს ვსწავლობ იმიტომ, რომ ყოველთვის ტლანქი ვიყავი და იქნებ იზოლაციამ ამაცეკვოს“ – რადიო ,,ფორტუნას” ეთერში გურამ შეროზიამ ე.წ. ოთხ კედელში ცხოვრების შესახებ ისაუბრა. როგორც ცნობილმა ბლოგერმა აღნიშნა მისი იზოლაცია საკმაოდ მრავალფეროვანია.