“დღეს დაფიქსირდა პირველი დღე, როცა ტესტირების შედეგად 30 ახალი პაციენტი შემოგვემატა. ვიმედოვნებ, ხვალ და ზეგ ეს მაჩვენებელი არ იქნება 30-ზე მეტი”,-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ ყველას მოუწოდა, სახლში დარჩნენ.
“რა თქმა უნდა, მოსალოდნელია დაავადების მატება, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ასეულები არ იქნება და იქნება მხოლოდ ათეულები, ალბათ ამ პრობლემას შედარებით ადვილად გადავლახავთ. ამისთვის აუცილებელია, დარჩით სახლში“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 296 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელებულია 69, ხოლო გარდაცვლილი — 3.
