LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთი წამით დაფიქრდით ხალხზე, რომლებიც თქვენს გამო მწარე დღეებს გადიან და მეორე თვეა ოჯახი არ უნახავთ…” – ლევან რატიანის სტუდენტი საზოგადოებას მიმართავს

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კოვიდ 19-ის ინფექციის ფართომასშტაბიანი შიდა გავრცელება დაიწყო, ექიმების მხრიდან შესაძლო საგანგაშო ვითარებაზე საუბარი გახშირდა.პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა დღეს მოსახლეობას უთხრა, რომ ვითარება საგანგაშოა.

ძალიან გავბრაზდი სამსახურში, რომ მივდიოდი, თუ არ გავხდებით პასუხისმგებლიანი, ამ ომს ვერ მოვიგებთ – რატიანი

მარიამ გრიგორაშვილი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, თუ რა მძიმეა იყო ექიმი კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

“თვითიზოლაციის ქრონიკებიდან

19 მარტი იყო როდესაც ბოლოს ვნახე ჩემი შვილი.. უფრო სწორად დაძინებულს ვაკოცე და რამდენიმე კვირით (მისთვის)დავიკარგე.. წავედი კლინიკაში საცხოვრებლად და სამუშაოდ..სიღრმეებს არ ჩავყვები კლინიკაში რამდენი ძალიან მაგარი რამ ვნახე.. რამდენი ზრუნვის პატივისცემის და სიყვარულის მაგალითი.. ამაზე სხვა დროს..
მშრალ ინფორმაციას მოგაწვდით:
3 კვირა ვიმუშავე… 2 კვირა ბოქსირებულ პალატებში 1 კვირა რეანიმაციაში.. ეხლა თვითიზოლაციის 2 კვირიან პერიოდს გავდივარ.. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ 1 მაისს ჩემი შვილის დაბადების დღეზე მის გვერდით ყოფნა შევძლო… მერე (დიდი ალბათობით) ისევ მომიწევს კლინიკაში დაბრუნება და ოჯახთან განშორება..
ამ 5 კვირის მანძილზე (პირველად) გამოვაკლდი დედაჩემის დაბადების დღეს… ასევე პირველად, არ შევხვდები აღდგომას ოჯახთან ერთად.. გამოვაკლდი ყველაზე საყვარელ მომენტს, რომელსაც ნატალის დაბადებიდან ველოდებოდი-კუსურამ წინა ორი ძირითადი კბილი ამოიღო, პატარა ფანჯარა გაიკეთა და ეხლა საყვარლად თლიფინებს შიგადაშიგ…ვუყურე ჩემ შვილს, როგორ ეხუტება ეკრანს ჩემი დანახვისას… მოვუსმინე 5 წლის ბავშვი როგორ მამხნევებს, რომ ძალა მომცეს… ძალიან არ გავაგრძელებ, ბევრი რამ ვნახე ამ 5 კვირის მანძილზე…,
მაგრამ რაც ყველაზე მთავარია!!! ეს არ არის ჩემი ცალკეული შემთხვევა… ასეთი ისტორია აქვს თითოეულ მედ პერსონალს, რომელიც დღეს კლინიკაში COVID19 დადასტურებულ პაციენტთან მუშაობს.. ასეთი ისტორიები აქვთ ჩემს ექიმებს… უმცროსებს და ექთნებს.. სანიტრებს, რომლებსაც ერთი წუთითაც არ დაუხევიათ უკან.. ამ ხალხს მეორე თვეა ოჯახი არ უნახავს.. არცერთ მათგანს..

თუ არ გავითავისებთ რეკომენდაციებს, მდგომარეობა შესაძლოა, დრამატულად განვითარდეს, ისე რომ ჯანდაცვის სისტემამ პაციენტების მოვლა ვეღარ მოახერხოს – ენდელაძე

სანამ თქვენ გარეთ ჩვეულებრივად ცხოვრებას განაგრძობთ თქვენს გამო უამრავი ადამიანი ოჯახისგან იზოლირებულად ცხოვრობს და მუშაობს.. არცერთი მათგანი არავის აყვედრის ამ ამბავს.. ასე ესმით, ასე უყვართ და ასე მიაჩნიათ თავიანთი საქმე სწორად… მაგრამ, მანამ სანამ თქვენ-მეგობრები იკრიბებით.. პიკნიკებზე დადიხართ… სადღესასწაულო შეკრებებისთვის ემზადებით… ერთი წამით დაფიქრდით ხალხზე, რომლებიც თქვენს გამო ამ მწარე დღეებს გადიან… ამ ხალხსაც უნდათ ოჯახში დაბრუნება.. შვილების ჩახუტება.. ოჯახური სითბოს ძველებურად შეგრძნობა.. ამ ხალხსაც უნდათ ნორმალური ძილი.. ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება..და მანამ სანამ თქვენ ასე, ერთმანეთისგან დისტანცირების გარეშე გააგრძელებთ ცხოვრებას და საყოველთაო კარანტინს, საყოველთაო საგაზაფხულო არდადეგებად ჩათვლით, ამ ხალხს მოუწევს ამ არაადამიანურ რეჟიმში, ოჯახებისა და საყვარელი ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრების გაგრძელება უვადოდ…უ ვ ა დ ო დ!…
ხოდა ძალიან დიდი თხოვნა მექნება, მიიტანოთ ამ ხალხის ემოციებიც გულთან… გაიაზროთ თქვენი როგორც ცალკეული ინდივიდის პასუხისმგებლობა სოციუმის მიმართ… და ძალიან ცოტახნით
#დარჩისახლში#საქართველო
თვალსაჩინოებისთვის ვურთავ ჩემი შვილის ფოტოს…
მადლობა ყურადღებისთვის

ნახვამდის

ვართ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია, გავიგოთ, გავითავისოთ, თორემ გვექნება უდიდესი მსხვერპლი – პაატა იმნაძე