LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მრევლი გადაწყვეტს ამ დაავადების ბედს საქართველოში – თენგიზ ცერცვაძე

“პირველ რიგში, მრევლზეა დამოკიდებული, გვყავდეს ნაკლები პაციენტი”,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საჭიროა, რაც შეიძლება ნაკლები პაციენტი, რაც დამოკიდებულია საზოგადოებაზე და უახლოესი დღეების მანძილზე – მრევლზე.

“უახლოესი სამი დღის განმავლობაში, პირველ რიგში, მრევლზეა დამოკიდებული, გვყავდეს ნაკლები პაციენტი. მრევლი გადაწყვეტს ახლა ამ დაავადების ბედს საქართველოში. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი. ასეთი ფორმულირებით არასოდეს მითქვამს”,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 348 შემთხვევაა დაფიქსირებული.