საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევები 348-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებული ამ დროისთვის სულ 76 მოქალაქეა.
გარდაცვლილია 3. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია 3 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 5000 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 494 ადამიანი რჩება.
