LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მან საკუთარი ნახატები გაყიდა და ბოქსირებული განყოფილების ექიმებს ხელფასებზე დანამატი ჩაურიცხა

თბილისის ინფექციური საავადმყოფო სასიამოვნო სიახლეს ავრცელებს. ქალბატონმა პატრიცია დელონმა ბოქსირებული განყოფილების ექიმებს ხელფასებზე დანამატები ჩაურიცხა.

თანხა კი, საკუთარი ნახატების გაყიდვით შეაგროვა.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ახალმა მფლობელებმა აღნიშნული ნამუშევრები მედპერსონალის საპატივსაცემოდ, კლინიკას საჩუქრად გადასცეს.

ცნობილია, რომ ფერწერული ტილოები საქართველოსა და ისრაელში შეიძინეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქალბატონმა პატრიციამ მსგავსი სიკეთე გააკეთა. წინა თვეს მან ბოქსირებული განყოფილების ექთნებზე იზრუნა და სახელფასო დანამატები გადაურიცხა.