“ბოლო მონაცემები უცვლელია, დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა,”-ეს განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ ინფექციურში 101 პაციენტია მოთავსებული, მათგან ნახევარზე მეტი კი, უკვე გამოჯანმრთელებულია.
“როგორც დილით მოგახსენეთ, დადასტურებული შემთხვევა იყო 370. საღამოსაც იგივე ციფრი რჩება. გამოჯანმრთელებული არის – 79. იცით, რომ 24 საათის განმავლობაში 34 პაციენტი დაგვემატა, რომელთაგან დღეს, ექვსი პაციენტი ჩვენთან შემოვიდა. უკვე გვყავს 45 დადასტურებული პაციენტი.
ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან გატარებული პაციენტების რაოდენობამ გადააჭარბა 100-ს. უკვე 101 პაციენტი გვყავს. ამ 370-დან 101 პაციენტიდან ნახევარზე მეტი უკვე გამოჯანმრთელებული გვყავს, 50-ზე მეტი, რაც კარგი მაჩვენებელია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
