LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით რუსი პოლიტიკოსი გარდაიცვალა

„ერთიანი რუსეთის“ წევრი ივან ჟუკოვი კორონავირუსით დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

ცნობილია, რომ 64 წლის ჟუკოვი  “კოვიდ 19”-ის დიაგნოზით კომუნარკას ინფექციურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

ის დუმის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოწვევის დეპუტატი იყო.

რუსეთში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა 313 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 37 000-მდე ადამიანი.